15 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი - "ქართული ოცნება" - გიორგი ვაშაძე

პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტს დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე განიხილავენ - რამდენჯერმე გახდა საჭირო ტექნიკური შესვენების გამოცხადება, სხდომის განახლების შემდეგ კი უკვე დაიწყო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა ისევ ხმაურის ფონზე.

"ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი - "ქართული ოცნება", როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი," - თქვა "სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია მწვავე კამათების ფონზე სვამდა კითხვებს. ითხოვდნენ კანონპროექტის უკან გაწვევას, მოჰყავდათ არგუმენტები, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, იყო ოპოზიციის მხრიდან რეგლამენტის ბოროტად გამოყენება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ოპონენტები სვამდნენ შეკითხვებს არა კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, არამედ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს.

"კარგით, არ გაქვთ თქვენ კითხვა. მე აქ საცირკო წარმოდგენას არ დაგადგმევინებთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა, ამის შემდეგ კი დარბაზი დაატოვებინეს თინა ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველს, თაკო ჩარკვიანსა და ასევე სალომე სამადაშვილს.

დღის ამბები