15 მაისი 2024,   22:14
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს

თბილისში, რამდენიმე ადგილას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან.

გადაკეტილია მტკვრის, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა სანაპირო, ბოლო რამდენიმე საათია გზის ეს სავალი მონაკვეთები გადაკეტილია.

აქციის მონაწილეების ნაწილი კი რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან.

დღის ამბები