17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
მოვლენათა ეპიცენტრი გასულ ღამით პარლამენტის შესასვლელები იყო - ჩაამტვრიეს შენობის მინები და ოთახებში სხვადასხვა ნივთი შეაგდეს

მოვლენათა ეპიცენტრი, გასულ ღამით, პარლამენტის შესასვლელები იყო. შესაბამისად, აქციის მონაწილეები ძირითადად ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე იყვნენ მობილიზებულნი.

დემონსტრანტებმა თავდაპირველად ჭიშკრის დაზიანება მისი ძლიერად რყევით სცადეს, მოგვიანებით კი უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ - ჩაამტვრიეს პარლამენტის შენობის მინები და ოთახებში არაერთი ნივთი შეაგდეს.

გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. საბოლოოდ, პარლამენტის შესასვლელი სხვადასხვა საგნით და სამშენებლო ღობეებით ჩახერგეს. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეღწევა მოახერხა ერთმა დემონსტრანტმა, რომელიც პოლიციამ დააკავა.

დღის ამბები