17 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
დემონსტრანტების ნაწილმა გვიან ღამით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა - აქციის მონაწილეებმა, სკუტერებითა და ნაგვის ურნებით, სავალი გზა გადაკეტეს და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ

დემონსტრანტების ნაწილმა გვიან ღამით რუსთაველის გამზირიდან ამჯერადაც იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები სანაპიროზე მსვლელობით მივიდნენ. მათ, სკუტერებითა და ნაგვის ურნებით, სავალი გზა გადაკეტეს და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

შეიქმნა საცობი, რის გამოც ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. იყო რამდენიმე ავტომობილის მძღოლსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

დღის ამბები