17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქცია გრძელდება - ვნახეთ ძალიან მძიმე და უხეში პროვოკაცია, როდესაც პირდაპირ ცდილობდნენ, აქციას ძალადობის განვითარება ჰქონოდა - რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დემონსტრაციების მთავარი მიზანი პროვოკაციების მოწყობა და ადამიანებისთვის ზიანის მიყენებაა, რაც, მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეთა ქმედებებით დასტურდება.

"პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქცია გრძელდება და ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე და უხეში პროვოკაცია ამ ადამიანების მხრიდან, როდესაც ისინი პირდაპირ ეძებდნენ იმას, რომ ძალადობის განვითარება ჰქონოდა აქციას. აქედანაც ჩანს, რომ რეალურად, მათი მიზანი არ არის მშვიდობიანად გამოხატვა აზრის, რაც დაცულია ჩვენს ქვეყანაში, არამედ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროვოკაცია იყოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაზიანდეს,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები