17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
თბილისის ცენტრში სიმშვიდეა - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა

უკვე რამდენიმე საათია, სიმშვიდეა თბილისის ცენტრში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავებულია და აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა.

გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია გამთენიისას დასრულდა. პროტესტი მიმდებარე ტერიტორიაზე 9 საათზე მეტხანს, ხმაურითა და დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ტერიტორია სპეცაღჭურვილობის გარეშე მყოფი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ დატოვეს.

ცოტა ხნით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, დაახლოებით 5 საათისთვის, დაიშალნენ. ამას წინ უძღოდა 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელის შტურმის მორიგი მცდელობა.

ჭიშკართან მიახლოებას დემონსტრანტები სახელდახელოდ გაკეთებული ფარის საშუალებით ცდილობდნენ. პარლამენტის ეზოდან სამართალდამცველები წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის ეტაპობრივად უშვებდნენ.

დღის ამბები