17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
კადრში ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა, ქვებით შეიარაღებულები კარს აჯანჯღარებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ და კამერების წინ ვაშაძე ამბობდა, მშვიდობიანი აქცია მიდისო - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა.

მაჭარაშვილის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების მსგავსია, რომელიც გუშინ, საპროტესტო აქციის დროს, ამბობდა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობს, მის უკან კი ცეცხლი ენთო, ხოლო აქციის მონაწილეები ქვებით იყვნენ შეიარაღებულნი.

"ნებისმიერ ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადება, რომელიც გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით არის, ისეთივე შეუსაბამოა, როგორც გუშინ ვაშაძის განცხადება იყო, რომელიც კამერებთან ამბობდა, რომ მშვიდობიანი აქცია მიდისო და მის უკან ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა, ქვებით შეიარაღებულები ამ კარებს აჯანჯღარებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ და კამერების წინ, ვაშაძე ამბობდა, რომ მშვიდობიანი აქცია მიდის.

ჩახედოს ბატონმა მილერმა, გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ, რომლებიც იქ, შეიძლება, ძალადობდნენ, მაგრამ მერე თეთრ სახლში ეს გაამართლეს იმიტომ, რომ, თურმე, წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა შტატებში და საქართველოში ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა და გინება და შეურაცხყოფა ეს თურმე ევროპული ღირებულებაა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები