17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
"საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს", - საფრანგეთის საგარეო უწყება

"საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს", - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.

"საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს", - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

დღის ამბები