17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
სოფელ ხიდისყურში "ქართული ოცნების" აქტივისტს თავს დაესხნენ - ინფორმაციას ბოლნისის მერი ავრცელებს

სოფელ ხიდისყურში "ქართული ოცნების" აქტივისტს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ბოლნისის მერი ავრცელებს. დავით შერაზადიშვილის განცხადებით, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი და მისი ოჯახის წევრები მმართველი გუნდის აქტივისტს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

"ჩვენი აქტივისტი, რომელიც არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მასთან მოუვიდა მას კონფლიქტი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ოჯახის წევრებთან, ქალბატონი არის დეპუტატი და მისი ოჯახის წევრებთან და ამ ნიადაგზე პარტიული ნიშნით მოუვიდათ კონფლიქტი, რის შედეგადაც ჩვენი აქტივისტი არის ნაცემი, დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. გადაყვანილი იყო კლინიკაში, სადაც აღმოუჩინეს მას შესაბამისი დახმარება და ახლა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პროცესი დაწყებულია,“ - აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

დღის ამბები