17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
აქციაზე განვითარებულ მოვლენებში მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს - ოპოზიციის ნაწილი კი, დესტაბილიზაციაზე საუბარს სპეკულაციურს უწოდებს 

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს. ჩიტაძის ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის ბლოკირების მცდელობას, პარტიის გენერალური მდივანი ხელისუფლების ოპონენტების მიზანს უკავშირებს.

საუბარს დესტაბილიზაციაზე სპეკულაციურს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩაზეც იმყოფებოდა ამბობენ, რომ მომიტინგეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ოპონენტები, პროტესტის დროს დაზიანებულ პარლამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის დაზიანების მცდელობა არ მოსწონთ გირჩში. პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა მასში ოპოზიცია არასაკმარისად არის ჩართული, რაც ხშირად შეცდომების წინაპირობა ხდება.

ის რაც ოპოზიციის ნაწილისთვის მცირე გადაცდომა, ნაწილისთვის კი კონსტიტუციური უფლებაა - რევოლუციის გაცხადებული სურვილია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. დეპუტატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მოვლენების უკან ოპოზიცია და მათი ლობისტები დგანან. ამ ფონზე სახელისუფლებო გუნდი კვლავ სუვერენიტეტის გამტკიცების აუცილებლობაზე საუბრობს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. სადავო კანონის გასაპროტესტებლად, აქციები პარლამენტის შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა იმართება.

 

 

დღის ამბები