17 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეეჩერებინა, დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში ვიზიტზე უარი თქვეს.

უწყების განცხადებაში წერია, რომ "დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული":

"დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები