17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ საპოლიციო ძალები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საპოლიციო ძალები, თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ აქციის დასაშლელად, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, "კურიერთან", ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს რომელიმე საპოლიციო ძალა იმყოფებოდეს, ან მიემართებოდეს გმირთა მოედნისკენ, ან სურდეს, რომ ხელი შეუშალოს პროტესტს.

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

 

დღის ამბები