17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

გმირთა მოედანზე, სადაც, დაახლოებით 8 საათია, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საავტომობილო გადაადგილება აღდგა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აქციის მონაწილეებს სავალი გზის ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დიდი საცობი შეიქმნა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა, რომელმაც ტერიტორია ნაგვის ურნებისა და სხვადასხვა ბარიკადისგან გაათავისუფლა.

დღეს, თითქმის 8 საათია, გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 2-3 საათის განმავლობაში, გადაკეტილი იყო როგორც მტკვრის მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროები, იყო მცირე დაპირისპირებებიც.

დღის ამბები