18 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა - თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიმართვა გაავრცელა

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, მიმართვა გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ მედიის როლზე ისაუბრა:

"სამ მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნით, საკუთარ თავს ვახსენებთ თავისუფალი მედიის ფასეულობას და რომ ის არასოდეს უნდა მივიღოთ როგორც გარანტირებული მოცემულობა. ევროკავშირისთვის თავისუფალი და პროფესიონალური მედია დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია - თავისუფალი პრესის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. პრესის თავისუფლების ძირითადი პრინციპების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში კვლავ მოთხოვნადია. ნდობის გაღრმავება უკიდურესად ღირებული აქტივი გახდა დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ეპოქაში. ეს პასუხისმგებლობას, ერთგულებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მინდა რომ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2024 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოვაცხადო," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დაარსდა.

დღის ამბები