18 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს - ხვიჩა კვარაცხელია

"მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს," - ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, უჭირს იმ ყველაფრის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება.

"ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს კვარაცხელია.

დღის ამბები