18 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და დემონსტრატების მსვლელობა - რა ხდებოდა გუშინ ღამით აქციაზე

წუხელ ღამით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილი იყო.

აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეებმა ეკლესიასთან სანთლები დაანთეს. მანამდე კი აქტივისტები "ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ. მათ სანაპირო გადაკეტეს, ხოლო დემონსტრანტების ნაწილმა მშვიდობის ხიდზე ევროკავშირის დროშა გადმოფინა.


აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას და განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.
19:00 საათიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და სასტუმრო "პარაგრაფთან“ მიმდინარეობდა, საიდანაც დემონსტრანტები მსვლელობით "ქართული ოცნების“ ოფისისკენ“ გაემართნენ.

მმართველი პარტიის ოფისთან, აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც შეკრებილებს ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

დღის ამბები