18 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს, ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელია - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ.

მისივე განცხადებით, ერთჯერადი მიზნის მიღწევის გულისთვის, მზად არიან ორმხრივი ურთიერთობები დააზიანონ.

"რატომ ვეუბნებით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ არ ჰქონდეთ ორმაგი სტანდარტი ჩვენთან ურთიერთობაში?! იმიტომ, რომ ის, რაც მკაცრად არის აკრძალული და კანონით დასჯადია მათ ქვეყანაში ჩვენთან, თურმე, არ შეიძლება - ეს არის ორმაგი სტანდარტი. საბოლოო ჯამში, ამ ფუნდამენტურ ურთიერთობას აზიანებენ. ერთჯერადი მიზნის მიღწევის გულისთვის მზად არიან, ეს ურთიერთობა, ეს ცივილიზაციური კავშირები დააზიანონ, ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციას, სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს თავს ესხმიან, შემთხვევის გამო კი, რამდენიმე სამართალდამცველის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, ამ ფონზე, არცერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები და ბევრმა მათგანმა თავდასხმებს მშვიდობიანი უწოდა.

დღის ამბები