18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები