18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა "საგადასახადო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო - რა პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ე.წ. ოფშორების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, დეპუტატების სამუშაო მაგიდაზე უკვე დევს. სალომე ზურაბიშვილმა "საგადასახადო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა და განმარტა, რომ ვეტოს უფლებას ყველა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენებს, რომელიც მისი აზრით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

კანონის მიხედვით, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე კომპანიები, საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში, ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან. საწარმოები გადასახადს მხოლოდ გადმოტანის მომენტში არ გადაიხდიან, ზოგადად კი დაბეგვრისგან არ თავისუფლდებიან. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ახლა ვეტოს დასაძლევად ემზადება, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის კონკრეტული მიზნებით ხსნის.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამართლებს და ხელისუფლების შესაძლო ინტერესებზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციის ნაწილი.

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზნებზე საუბრობენ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტის ამოქმედება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. დაბალი საგადასახადო განაკვეთი და ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა - მმართველი გუნდი აქცენტს, კაპიტალის მოზიდვასა და ამ მიმართულებით საქართველოს მიმზიდველობაზე აკეთებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების საგადასახადო შეღავათებზე ანალოგიური გადაწყვეტილება ბოლო რამდენიმე თვეში ევროპის 14-მა ქვეყანამ მიიღო. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში პარლამენტმა მესამე მოსმენით, 19 აპრილს 73 ხმით, 9 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

დღის ამბები