18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ყველა ტაძარში ერთდროულად ჩატარდა

სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ყველა ტაძარში ერთდროულად დაიწყო. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ფოთის საკათედრო ტაძარში. წირვა- ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა.

ლიტურგიის მსვლელობისას, ტაძრის ეზოში ლიტანიობა გაიმართა. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი იგალობეს.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მიტროპოლიტმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღის ამბები