19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
ჩვენი პარტნიორებისგან ვითხოვთ, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს გულწრფელი და გამჭვირვალე - ირაკლი ქადაგიშვილი

თუ მათ ქვეყანაში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, მათ შორის ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, მათი დაფინანსება, რატომ არის ანალოგიური რამ ჩვენთან მიუღებელი? - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უცხოელი პარტნიორებისგან ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.

"ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს ერთმანეთის მიმართ გულწრფელი და გამჭვირვალე. არ შეიძლება იგივე ჩვენს პარტნიორს, ჩვენთან დაკავშირებით, ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი დამოკიდებულებაში.

თუ მათ ქვეყანაში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, მათ შორის ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, მათი დაფინანსება, რატომ არის ანალოგიური რამ ჩვენთან მიუღებელი?" - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები