19 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნისა და ერის საქმეს ეხება - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყურს უგდებენ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, როგორც საზოგადოებისთვის ან სახელმწიფოსთვის არის უკეთესი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ, არაფორმალურად, ის უკვე დასანქცირებულია და მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ქვეყნისა და ერის საქმეს ეხება.

"რაც შეეხება სანქციების თემას - ერთის მხრივ, ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ, არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის, როდესაც ეს ქვეყნისა და ერის საქმეს ეხება“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები