19 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
"მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვით - ისეთი სიტუაციაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ" - მეოთხე დღეა, სვანეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

უკვე მეოთხე დღეა, სვანეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ორ დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

გუშინ, მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. მასთან ერთად, ავტომობილში კიდევ ორი მოზარდი - გიორგი ვიბლიანი და საბა გვარმიანი იყო.

მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, მანქანა მოსრიალდა და მდინარე ნაკრაში გადავარდა. მას შემდეგ, სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან ადგილობრივებიც.

"ერთი ვიპოვეთ და ორს ვეძებთ. მოლოდინებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ისეთი სიტუაციაა, რომ [წინასწარ] ვერაფერს განსაზღვრავ", - განაცხადა ადგილობრივმა.

 

დღის ამბები