19 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
"ქართული ოცნება" არის საკმაოდ მყარი პროდასავლური ძალა, რომელსაც აქვს უშველებელი მაჩვენებლები და ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს კიდეც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას - გიორგი ვოლსკი

"ქართულ ოცნება" აცხადებს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო აქტორების პოზიცია გამჭვირვალეობასთან საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივად ორმაგ სტანდარტს გულისხმობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მწვავე განცხადებები მართული პროცესია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პოზიცია ვერც პერსონალურ სანქციებზე მინიშნებით გადაიხედება.

"ამათ არ უნდათ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, როგორც კი პასუხისმგებლობა იქნება განსაზღვრული კონკრეტული კანონით, ასჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე საზოგადოებას დაუპირისპირდებიან. რეალურად, ისე ნუ იტყვით, რომ დასავლეთი მხარს უჭერს აუცილებლად ჭიაბერაშვილის აქტივობებს და წინააღმდეგია "ქართული ოცნებისა". "ქართული ოცნება" არის საკმაოდ მყარი პროდასავლური ძალა, რომელსაც აქვს უშველებელი მაჩვენებლები და ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს კიდეც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები