19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

დაიბომბა სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლება, დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 62 იერიში 6 მიმართულებით მოიგერიეს. სულ ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას - გერმანიის კანცლერის განცხადებით, იგი მხარს უჭერს ევროპაში მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს.

დღის ამბები