19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება, რომელიც "ჰამასმა" მიიღო, არ არის ის, რასაც ისრაელი დათანხმდა

ომი ახლო აღმოსავლეთში - დაჯგუფება "ჰამასის" განცხადებით, ისინი დათანხმდნენ ეგვიპტისა და კატარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელის თქმით კი, პირობები მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

პრემიერ-მინისტრი, პირობებზე სასაუბროდ, დელეგაციას ეგვიპტეში გაგზავნის, რადგან მისაღებ პირობებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გაზარდოს.

პარალელურად, ისრაელში, ათასობით მომიტინგე მთავრობას მოუწოდებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თელ-ავივში, პოლიციამ დემონსტრანტები ორჯერ დაარბია, რომლებიც გზატკეცილზე მოძრაობას ბლოკავდნენ, არიან დაკავებულებიც.

რაც შეეხება ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების - ომის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ რაფაჰზე თავდასხმა, რათა "ჰამასზე" ზეწოლა მოახდინონ.

დღის ამბები