19 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
მდინარე ნაკრასში დაკარგული მეორე მოზარდის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს

მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება საბა გვარმიანის, ასევე მე-12 კლასელის, საპოვნელად.

სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.

ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.

დღის ამბები