19 მაისი 2024,   17:12
ვრცლად
GWP-ის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა - კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 7 მაისს, საგურამოს სათავე ნაგებობის მიმდებარედ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და, ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, გადაუდებელი სამუშაოები დილის 09:00 მიმდინარეობს.

აღიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 7 მაისს დილის 09:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: ლიბანის, ბარისახოს, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, მიდელაურის, შენგელაიას, მაისურაძის, გულისაშვილის, ინგუშეთის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის IIIა ,V,VI,VII,VIII მიკრო რაიონებს, გდანულის დასახლებას, ჭრებალოს, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, 9 ძმა ხერულიძის, ანდრონიკაშვილის, ვეკუას,შეშელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები