19 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
დღე პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს - აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ გზავნიან

მოსკოვში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. ის, რუსეთის პრეზიდენტის რანგში, ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% აიღო.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ გაგზავნის, მათ შორის არც შტატები და არც გაერთიანებული სამეფო.

ბრიუსელში მყოფ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით, უცხოური მედია წერს, რომ საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, "საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით", რუსული მხარის მიწვევას მიიღებენ.

 

დღის ამბები