19 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ბრიუსელსა და ვარშავას შორის ურთიერთობები თბება - ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ მოქმედი "მეშვიდე მუხლის" გაუქმების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ მოქმედი "მეშვიდე მუხლის" გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა. "მეშვიდე მუხლი" პოლონეთის წინააღმდეგ 2017 წელს აამოქმედა - მიზეზი მთავრობასთან აფილირებული სასამართლო სისტემა იყო.

ახლა უკვე კომისიამ დაადგინა, რომ შეზღუდვები საჭირო აღარ არის, რადგან ტუსკის მთავრობამ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები მოაგვარა.

მექანიზმი ქვეყანას კენჭისყრებში მონაწილეობასა და საფინანსო ფონდებთან წვდომას უზღუდავს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭისყრით მიიღებენ.

 

დღის ამბები