19 მაისი 2024,   19:21
ვრცლად
მიწის მასის ჩამოშლის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება - როდის იკეტება გზა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები