19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
პუტინმა პრეზიდენტის ფიცი მეხუთედ დადო - რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე

კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართა. მან რუსეთის პრეზიდენტის რანგში, ფიცი მეხუთედ დადო. ფიცის დადებამდე, კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა დალოცა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% აიღო.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლობა არ გაგზავნა, მათ შორის არც შტატებმა და არც გაერთიანებულმა სამეფომ. ბრიუსელში მყოფ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით, უცხოური მედია წერს, რომ საფრანგეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, "საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით", რუსული მხარის მიწვევა მიიღეს.

"ჩემს საპრეზიდენტო ფიცში თავმოყრილია სახელმწიფოს მეთაურის უმაღლესი მოწოდების მთელი არსი: დაიცვას რუსეთი და ემსახუროს თავის ერს. ეს უდიდესი პატივი, ვალდებულება და წმინდა ვალია, რომლითაც მთელი ამ წლების მანძილზე ვხელმძღვანელობდი და გარწმუნებთ, რომ რუსი ხალხის ინტერესები და უსაფრთხოება მომავალშიც იქნება ჩემთვის უპირატესი.

ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ღია კეთილი ურთიერთობების გამყარების მიმართ იმ ქვეყნებთან, ვინც რუსეთში სანდო და პატიოსან პარტნიორს ხედავს. ეს კი მსოფლიოს უმრავლესობაა. ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დიალოგზე, არჩევანი მათზეა - გააგრძელებენ ისინი რუსეთის განვითარების შეკავებას და აგრესიის პოლიტიკა,ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე - თუ იპოვიან თანამშრომლობისა და მშვიდობის გზას," - აცხადებს პუტინი.

დღის ამბები