19 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
გორში, ტრადიციულად, ოქონობა აღინიშნება

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში, ტრადიციულად, ოქონობა აღინიშნება. ოქონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

წირვის შემდეგ, მეუფემ, სასულიერო პირებთან ერთად, ქალაქის ქუჩები მოიარა და მოქალაქეები დალოცა.

დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ის 1991 წელს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა. ხატი მოგვიანებით, 2001 წელს, კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს და საქართველოს დაუბრუნეს.

დღის ამბები