20 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

საინფორმაციო სააგენტო for.ge ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციისა აქციის ორგანიზატორებისთვის სპორტსმენების მხრიდან მათი პოზიციის გაზიარება.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საუბრობენ. როგორც აქამდეც იყო ცნობილი, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათთვის ხვიჩა კვარაცხელიას გამოხმაურება საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

მეორე ჩანაწერში კი, სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილსა და ნიკა ფარულავას ნიკა გვარამიაც უერთდება. ამჯერად, აქცენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩზე კეთდება. პაველ ჰერჩინსკის შეურაცხმყოფელი სიტყვებით ნიკა გვარამია მოიხსენიებს. ფარული ჩანაწერების ავთენტიკურობა, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის.

 
დღის ამბები