მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევში, ღამით გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა. ოკუპანტების ძირითადი სამიზნე ელექტროენერგიის ობიექტები იყო. რაკეტებით და დრონებით იერიში იყო ელექტროენერგიის გენერაციის და გადამცემ ობიექტებზე პოლტავის, კიროვო-გრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში.
უკვე გავრცელდა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მოწოდებაც მოქალაქეების მიმართ - ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით, დილის და საღამოს საათებში. ცნობილია ისიც, რომ ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა.