19 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო, პრაქტიკულად, იმეორებს იმ შეფასებას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გახარიას მოქმედებებთან დაკავშირებით - გია ვოლსკი

ევროსასამართლოს მიერ 3 წლის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისში ეხმიანებიან. 20 ივნისთან დაკავშირებულ მოქალაქეების სარჩელზე, რომელიც სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მთავარი აქცენტი მომხდარის არაეფექტურ გამოძიებაზეა გაკეთებული.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროსასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ისინი აქამდეც აცხადებდნენ და აქცენტს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლზე ამახვილებენ, რომლის არსებითი დარღვევაც სტრასბურგს არ დაუდგენია.

"სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის საფრთხე იყო აშკარა და ზომები იყო აუცილებლად მისაღები. თუმცა, გამოძიების ნაწილი არის საკმაოდ კრიტიკულად შეფასებული, რომელიც 4.5 წელი გრძელდება. პრაქტიკულად, იმეორებს იმ შეფასებას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გახარიას მოქმედებების და მის საგამოძიებო აქტივობების საკითხთან დაკავშირებით,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.

დღის ამბები