20 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში ომი - ისრაელმა რაფაჰში შესასვლელი პუნქტი დაიკავა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში შესასვლელი პუნქტი დაიკავა. მოსახლეობამ თვითევაკუაციის შესახებ გაფრთხილება მიიღო. ამასთანავე, ""გაერო"" და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ისრაელს მოუწოდებენ, რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს, რადგან მსხვერპლი დიდი იქნება.

ომის პირობებში, რაფაჰი პალესტინელისთვის თავშესაფარი გახდა. ისრაელის მტკიცებით, ტერიტორიას დაჯგუფება ""ჰამასი"" აკონტროლებს.

ომის შესახებ კაიროში მოლაპარაკებების შედეგებს ისრაელის-პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ""ჰამასის"" შეთავაზება არ ჰასუხობს ისრაელის ინტერესებს, შესაბამისად, ის ცეცხლის შეწყვეტას, ამ მოცემულობით, არ გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარე ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავოს რაფაჰში სახმელეთო ოპერაციისგან. ვაშინგტონი დღეს მოქმედებაზე გადავიდა და ისრაელისთვის ბომბების გადაცემაზე უარი თქვა.

 

დღის ამბები