კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან საგინაშვილს უმასპინძლა. მინისტრმა სპორტსმენს მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირის - "ისთ ვიეს ვესტის" სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება მიულოცა.
სტამბოლში გამართულ ტურნირზე ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა. საგინაშვილის გარდა, სტამბოლში ჩემპიონები გახდნენ ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ უწყების წარმომადგენლები ლევან საგინაშვილთან ერთად, რეგიონებში მდებარე სპორტულ კლუბებში ჩავლენ და მათ სპორტულ ინვენტარს გადასცემენ.