20 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ძალიან კარგად იციან, რომ ეს კანონი [ამერიკული FARA] ეხება ლობისტურ საქმიანობას, რომელიც საქართველოში სხვა კანონითაა დარეგულირებული - თეო აქუბარდია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ ამერიკული FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ FARA მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას ეხება, რომელიც საქართველოში სხვაგვარადაა დარეგულირებული.

"როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც 30 წლის მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის გვერდით იდგა, ღიად გეუბნება, რომ კანონი ძირს გამოუთხრის სტრატეგიულ პარტნიორობას და შენ ეუბნები, რომ შენ ხარ მატყუარა და კანონი წაკითხული არ გაქვს, ეს ემსახურება სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებას. ისინი მანიპულაციურად სისულელეებზე საუბრობენ და ძალიან კარგად იციან, რომ ეს კანონი [ამერიკული FARA] ეხება ლობისტურ საქმიანობას, რომელიც საქართველოში სხვა კანონითაა დარეგულირებული და მეორე - მათ ძალიან კარგად იციან, თუ რატომ არაა FARA-ს რეესტრში ბრიტანული "გარდიანი" და რატომ არის რუსული "სპუტნიკი" და "რაშა თუდეი,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები