20 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
პატარა ბავშვებს დააბრალო მოძალადე ხარო, რომლებიც საქართველოს დროშა შემოხვეულები ჰიმნს მღერიან, მგონი, ძალიან დიდი აცდენაა - პაატა მანჯგალაძე

"მაგ სტანდარტებს თუ დავამკვიდრებთ, მაშინ ჯერ "ქართული ოცნების", უმრავლესობის წევრები უნდა შეიტანონ შიგნით, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური,"- ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მონაცემთა ბაზის შექმნის თაობაზე.

მისივე თქმით, პატარა ბავშვებისთვის მოძალადეობის დაბრალება ძალიან დიდი აცდენაა.

"მაგ სტანდარტებს თუ დავამკვიდრებთ, მაშინ ჯერ "ქართული ოცნების", უმრავლესობის წევრები უნდა შეიტანონ შიგნით, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური და მაშინ დავიჯერებთ ამ სიის არსებობას. პატარა ბავშვებს დააბრალო მოძალადე ხარო, რომლებიც საქართველოს დროშა შემოხვეულები საქართველოს ჰიმნს მღერიან, მგონი, ძალიან დიდი აცდენაა,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული.

დღის ამბები