20 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე: როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის მოთმინების გამოცდას

ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლევან ფირცხალაიშვილი "გამჭვირვალობის კანონპროექტის" საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული პირები ხელისუფლების და ხალხის მოთმინების გამოცდას ცდილობენ.

"ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, ზოგიც ქალიშვილობას და ზოგიც ვაჟიშვილობასო, არც ტერიტორიების 20 % დაკარგვაც არ არის პრობლემაო. თავი რომ აქვთ დაკარგული ამაზე არაფერს არ ამბობენ. ძალიან, ძალიან ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის მოთმინების გამოცდას..."-წერს ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

იქამდე, გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. 

ამასთან, გავრცელდა ფარული ჩანაწერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მონაწილეობითაც. 

დღის ამბები