19 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
2009 წელს დაკავებულ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას საქართველოს სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

ვახტანგ მაისაიას საქართველოს სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "მაისაია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაცხადა. 2009 წელს დაკავებული სამხედრო ექსპერტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მაისაია აცხადებდა, რომ გლდანის ციხეში ის იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, წამების შედეგად კი გამოძიებამ მისგან აღიარებითი ჩვენებები მიიღო, რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგინდა ევრო-კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა, გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობის და ხელისუფლების მხრიდან გამოძიების არ ჩატარების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას როგორც მატერიალური, ისე პროცედურული კუთხით. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფომ მაისაიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

დღის ამბები