19 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება ყველა ადამიანის, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის.

მისივე თქმით, ეს არ იქნება განსხვავებული აზრის დევნა, როგორც ეს ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას პროექტის, mona.ge-ს შემთხვევაში ხდება.

"შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, თქვენ ნახეთ პიკეტის დროს ორსულ ქალს, როგორ ელაპარაკებოდნენ. იქ ადამიანი საავადმყოფოში მიიჩქაროდა და როგორ ელაპარაკებოდნენ?! ასეთების სია უნდა გაკეთდეს.

იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებულო აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ვინც აბულინგებს საზოგადოებს, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგრიოთ," - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს" გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

დღის ამბები