20 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" წინააღმდეგ, ზუგდიდში აქცია იმართება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია რეგიონებში გრძელდება.

პროტესტის მონაწილეები, ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც სამეგრელოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო სტენდები მოეწყო.

დაგეგმილია კონცერტი და სიტყვით გამოსვლები. მთავარი მოთხოვნა, რეზონანსული ინიციატივის პარლამენტიდან გაწვევაა.

 

დღის ამბები