20 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
მეთიუ მილერის განცხადება - მმართველი გუნდი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, მისი პრესსპიკერის განცხადებისთვის ბოდიშის მოხდას, ან შინაარსის კორექტირებას სთხოვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, ამერიკაში მოქმედ ფარასა და საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტს შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა.

მმართველი გუნდის წევრებისთვის მილერის არგუმენტები მიუღებელია.

გააკეთებს თუ არა დამატებით განმარტებას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ჯერ უცნობია. თუმცა, მანამდე მეთიუ მილერმა უკვე დაასახელა ის კონტინგენტი, ვისაც ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა ეხება.

მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ფარა მხოლოდ უცხოური მთავრობის სახელით მოქმედ ადამიანებს ეხება. მაგალითად სპიკერმა გიული ალასანია და დავით კეზერაშვილი მოიყვანა , რომლებიც საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები" არ არიან, თუმცა ფარაში მაინც მოხვდნენ. დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე შალვა პაპუაშვილმა დღესაც გააკეთა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა პასუხი, საპარლამენტო ოპოზიციაში სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმად შეაფასეს.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პარტნიორების კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ და კანონპროექტს არ გაიწვევენ. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანოში, 13 მაისს განიხილავენ.

დღის ამბები