20 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
აქცია რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა შეკრება საღამოს 8 საათზე დაიწყეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მოწინააღმდეგეები ისევ რუსთაველის გამზირზე არიან.

პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეებმა შეკრება საღამოს 8 საათზე დაიწყეს. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის, ლოზუნგი უცვლელია "არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ".

კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ქუჩაში დარჩებიან იმ დრომდე, სანამ ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის განხილვას არ შეაჩერებს. 

დღის ამბები