20 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
მე არ ვიზიარებ სტატუსი შეჩერებას საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველაზე მაგარი ევროპელები არიან - ანა წითლიძე

მე არ ვიზიარებ სტატუსის შეჩერებას საქართველოსთვის, რადგან ვთვლი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველაზე მაგარი ევროპელები არიან და ყველაზე მეტად იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ევროპელმა პარტნიორებმა არა სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელონ, არამედ იფიქრონ იმაზე, რომ პერსონალური სანქციები დაუწესონ უმრავლესობის წევრებს.

"სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ "ქართული ოცნება" კანდიდატის სტატუსის მიღებას თავისი ვიწერო პარტიული ინტერესებისათვის გამოიყენებდა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეგრევე "რუსული კანონი" წამოწია ისევ. მიუხედავად ამისა, ჩემი პარტიის პოზიცია იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებდნენ კანდიდატის სტატუსს და ჩვენ უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, როგორი ცუდი ხელისუფლებას არ უნდა გვყოლოდა. ახლა მე არ ვიზიარებ სტატუსი შეჩერებას საქართველოსთვის, რადგან ვთვლი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ და მათ შორის ახლაც, ქუჩაში დგომით დაამტკიცეს, რომ ყველაზე მაგარი ევროპელები არიან და ყველაზე მეტად იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის. დღეს, ევროპის დედაქალაქი არის თბილისი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კანდიდატის სტატუსი კი არ უნდა შეგვიჩერონ, პერსონალური სანქციები უნდა დააწესონ ყველაზე - ბიძინა ივანიშვილზე, იმ 83 დეპუტატზე, ქალბატონ ბოჭორიშვილზე იმისთვის, რომ დაისაჯონ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ ისინი ვინც ზიანს აყენებენ საქართველოს ევროინტეგრაციას","  - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები