20 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ კობახიძესთან კანონპროექტზე მესაუბრა, მივესალმები პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მესაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაუმა აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს მიესალმება.

"მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეშფოთებაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. მივესალმები საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს,"  წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მას განუმარტა კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოხატა მზაობა, მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა.

დღის ამბები