20 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოახერხებენ პოლიციასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ისეთი შეტევის განხორციელებას, რაც გამოიწვევს ან მათ დემორალიზაციას, ან ჩამოშლას - ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკოსები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებასა ეხმიანებიან, რომლის მიხედვითაც თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იშლება.

განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიციის ნაწილი და კონკრეტულ გადაცდომებზე - მათ შორის დეპუტატების ცემის ფაქტებზე, ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

გუშინდელ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე დეზინფორმაცია უწოდა.

"ევროპაში ჩვენზე ცუდად არის სადღაც-სადღაც და ამიტომ მოდი ჩვენთვისაც მოსულა რაღაცები - ეს არასწორია. ყველა ქმედება უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე თუ რა ძალაა მეორე მხრიდან. აქციის უდიდესი უმეტესობა ვნახეთ, რომ იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, იქ კარებთან თუ რაღაც ინციდენტი ხდებოდა, პოლიციას შეუძლია ინდივიდუალურად იმოქმედოს ვიღაცა თუ რამეს არღვევს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ჰერმან საბო

მმართველი გუნდი უწყების მიერ გაკეთებული განცხადების მოსაზრებას სავსებით იზიარებს.

"ოპოზიციის მხრიდან მუდმივად არის მცდელობა, რომ ბულინგი ჰქონდეთ სამართალდამცავ ორგანოებზე, პოლიციელებზე. რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში და იმ წესების გამოყენებით, რა წესების გამოყენებითაც ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მოახერხებენ პოლიციასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ისეთი შეტევის განხორციელებას, რაც გამოიწვევს ან მათ დემორალიზაციას, ან ჩამოშლას,“ - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები