20 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
ზოგადად, არამარტო ფეხბურთელების მიმართ, ასევე წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი მიმდინარეობს, ამ დამოკიდებულებებს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგადად არამარტო ფეხბურთელების მიმართ, წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი მიმდინარეობს. მათ შორის ახსენა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ დამოკიდებულებებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან:

"ზოგადად, არამარტო ფეხბურთელების მიმართ, წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები. ჩვენ ვნახეთ თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი და ზოგადად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ამგვარი განცხადებები მიუღებელია. როგორი დამოკიდებულება აქვთ - ე.ი. თუ მათ არ ემხრობი, ხარ ქვეყნის მოღალატე და მტერი. ამ დამოკიდებულებებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. და როგორც 9 მაისს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, ასე იქნება ყოველთვის გამარჯვება რადიკალიზმზე და იმ სიბინძურეზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება,"- აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები